საზოგადოება

ალასანიას თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს

14 ნოემბერი, 2022 • 794
ალასანიას თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკააშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიაში არჩევნების მოთხოვნით განცხადებები საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს.

ამის შესახებ სააკაშვილის დედამ დღეს, 14 ნოემბერს, შვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიაჩნია, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ასეთი [განცხადებების გაკეთება]. იმიტომ, რომ არსებობს მაგისთვის ოფისები“, – განაცხადა გიული ალასანიამ.


9 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართა და პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს ენმ-ის წევრებმა: ირაკლი ნადირაძემ, თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს).

იგივე საკითხზე ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ 10 ნოემბერსაც გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი