საზოგადოება

ბაიდენის და-ძმებს, სოროსის შვილს, ბერნი სანდერსს და სხვებს რუსეთში შესვლა აუკრძალეს

11 ნოემბერი, 2022 • 1161
ბაიდენის და-ძმებს, სოროსის შვილს, ბერნი სანდერსს და სხვებს რუსეთში შესვლა აუკრძალეს

ამერიკის შეერთებული შტატების 200 მოქალაქეს რუსეთში შესვლა აუკრძალეს. სანქცირებული ამერიკელების სია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამიერიდან რუსეთში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და (ვალერი ბაიდენ ოუენსი) და ორი ძმა – ჯეიმსი და ფრენსისი.

სანქცირებულთა შორის არიან აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი, ალექსანდრე სოროსი (ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე და ჯორჯ სოროსის ვაჟი), ავტორი ან აპელბაუმი, სენატორი ბერნი სანდერსი და ა.შ.

რუსეთი აცხადებს, რომ ზემოხსენებულ “შავ სიას” ამერიკული სანქციების საპასუხოდ იღებს. რუსეთს სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი