ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მძარცველებმა მოიპარეს ქართველი ფეხბურთელის მანქანა „მინი კუპერ ქანთრიმენი“.

Corriere dello Sport-ის ცნობით, სპორტსმენი შემთხვევის დროს შინ იმყოფებოდა, თუმცა მძარცველები ვერ შეამჩნია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ განცხადება ქურდობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში უკვე დაწერა, მოგვიანებით კი გუნდთან ერთად ვარჯიშზეც იმყოფებოდა.