საზოგადოება

ზელენსკიმ ვიდეომიმართვა კიევის ქუჩაში ჩაწერა – სარაკეტო თავდასხმები

10 ოქტომბერი, 2022 • 954
ზელენსკიმ ვიდეომიმართვა კიევის ქუჩაში ჩაწერა – სარაკეტო თავდასხმები

უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა კიევის ქუჩაში ჩაწერა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქებზე თავდასხმის დრო და ადგილი სპეციალურად შეარჩიეს.

ზელენსკის თქმით, რუსებს ორი სამიზნე აქვთ – უკრაინის ენერგოობიექტები და ხალხი.

„მძიმე დილაა, საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდი“.

მათ ორი სამიზნე აქვთ.  ელექტროობიექტები – მთელი ქვეყნის მასშტაბით; კიევის რეგიონი და ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი და დნიპრო, ვინიცა, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის რეგიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სამხრეთი.

მათ უნდათ გამოიწვიონ პანიკა და ქაოსი, მათ უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგოსისტემა. უიმედოები არიან.

მეორე სამიზნე ხალხია. მათ სპეციალურად შეარჩიეს ასეთი დრო და სამიზნეები, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეყენებინათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, დარჩენენ თავშესაფრებში და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.


დღეს, 10 ოქტომბერს, კიევის ცენტრში, ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის რამდენიმე აფეთქება მოხდა სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და 24 დაშავდა.

მათივე ცნობით, აფეთქებები მოხდა უკრაინის სხვა ქალაქებში, მათ შორის ლვოლში, ხარკოვში, დნიპროსა და ზაპოროჟიაში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა შევჩენკოვეს უბანზე, კიევის ცენტრში, საცხოვრებელ სივრცეზე. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი