„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა და მას დაემატა მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი.
ამის შესახებ დღეს, 4 ოქტომბერს, გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
„ქართული ოცნებიდან“ „ხალხის ძალაში“ გადაინაცლეს: დაჩი ბერაიამ, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა და ზაალ მიქელაძემ.
„ხალხის ძალის“ გუნდში არიან „პოსტივის“ წამყვანები: ნუკრი შოშიაშვილი, იოანე შაიშმელაშვილი, ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი); ასევე, თამარ ჩიბურდანიძე, ოთარ ჭულუხაძე, ზურაბ ქადაგიძე, თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, რომლებიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ექსპერტად პოზიციონირებენ.