საზოგადოება

დონბასში, ხერსონსა და მელიტოპოლში რუსეთის „რეფერენდუმები“ დაიწყო

23 სექტემბერი, 2022 • 877
დონბასში, ხერსონსა და მელიტოპოლში რუსეთის „რეფერენდუმები“ დაიწყო

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი დაიწყო.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ხმის მიცემა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სამშაბათს — საარჩევნო უბნებზე, წინა დღეებში კი, „უსაფრთხოების მიზნით“ — საცხოვრებელ სახლებში (განცხადების საფუძველზე) და მიმდებარე ტერიტორიებზე.

ზაპოროჟიეს რაიონის მელიტოპოლში ე.წ. რეფერენდუმზე კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო — საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ხმებს კარდაკარ აგროვებენ, 394 საარჩევნო უბანი კი 27 სექტემბერს გაიხსნება.

უკრაინელი ლტოლვილებისთვის საარჩევნო უბნები გახსნილია რუსეთში: იაკუტსკში, მირნიში და ნერიუნგრიში, სადაც დონბასიდან მაღაროელები მუშაობენ ქვანახშირი საწარმოებში, ასევე  სახალინზე.

რეფერენდუმზე დამკვირვებლებს შორის არიან რუსი სენატორებიც.

„ყველაფერი მზად არის უმაღლეს დონეზე კენჭისყრისთვის, მოწვეული არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რუსი სენატორებიც მუშაობენ დამკვირვებლებად“, — განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.

მისი თქმით, კენჭისყრა ტარდება გარემოებებში, რაც უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებს, მაგრამ „ყველაფერი გაკეთდა გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფსევდორეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგალიზებას ვერ უზრუნველყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი