საზოგადოება

რუსები მართვად რაკეტებს ხის HIMARS-ებზე ხარჯავენ – WP

30 აგვისტო, 2022 • 4794
რუსები მართვად რაკეტებს ხის HIMARS-ებზე ხარჯავენ – WP

რუსული დრონები უკრაინული HIMARS-ების ადგილსამყოფელს ადგენენ, შემდეგ კი შავ ზღვაში განლაგებული ხომალდები მართვადი რაკეტებით ანადგურებენ.

თუმცა ერთი პრობლემაა, ეს HIMARS-ები სინამდვილეში ყალბია და ხისგანაა დამზადებული, რათა მიიზიდოს რუსული რაკეტები, რომელთა დამზადებაც საკმაოდ ძვირი ჯდება.

ამ ინფორმაციას ამერიკული „Washington Post“ ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ასევე სარაკეტო სისტემების რეპლიკების ფოტოებზე დაკვირვების შემდეგ ავრცელებს.

„როცა რუსული დრონები ხედავენ სარაკეტო სისტემას, ეს მათთვის უკვე „VIP“ სამიზნეა“, – განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

„რუსებს მიაჩნიათ, რომ გაანადგურეს იმაზე მეტი „HIMARS“, ვიდრე ჩვენ საერთოდ გვყავს“, – განუცხადა ამერიკელმა დიპლომატმა გამოცემას.

სარაკეტო სისტემა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადასცა.

მათ საშუალო და შორი მოქმედების რაკეტების გასროლა შეუძლიათ ისე, რომ თავად შეუმჩნეველი რჩებიან მოწინააღმდეგისთვის.

რუსული პროპაგანდისტული არხები პერიოდულად ავრცელებენ ცნობებს სარაკეტო სისტემების განადგურების შესახებ, თუმცა ამას უკრაინული მხარე უარყოფს.

ომის მკვლევართა ნაწილის შეფასებით, ამ სისტემების გადაცემამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბრძოლებზე უკრაინის სასარგებლოდ, რადგან ამ უაკანსკნელს მიეცა საშუალება, დაებომბა მტრის სიღრმეში განთავსებული ლოჯისტიკური ხაზები, სამეთაურო პოსტები, ამუნიციის საწყობები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი