საზოგადოება

თბილისში ერთდროულად ხანძრის 3 კერაა

28 აგვისტო, 2022 • 1515
თბილისში ერთდროულად ხანძრის 3 კერაა

თბილისში ამ დროისთვის ხანძრის სამი კერაა.

კერა #1

თელეთის ქედზე, შავნაბადას სიახლოვეს ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ხანძრის ქრობაში მონაწილეობს ვერტმფრენიც. ცეცხლი ქედის ზოლზე ტყის მასივს და ბალახს უკიდია.

კერა #2

სამგორში ღია სივრცეში იწვის ბალახი და მეორადი საბურავები.

კერა #3

ავჭალაში თავზე, მთაზე იწვის ბალახი.


ფოტოკოლაჟში გამოყენებულია ფოტოები გვერდიდან “ჩემი ქალაქი მკლავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი