ცნობილია, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება, მუდმივი ან დროებითი ვადით 2022 წელს.

შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტის წევრმა, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გამოითხოვა იუსტიიცის სამინისტროსგან სადეპუტო კითხვის მეშვეობით. დეპუტატისთვის მიწოდებული საჯარო ინფორაციით ირკვევა, რომ 2022 წლი 1 იანვრიდან 4 აგვისტომდე პერიოდში უწყებას რუსეთის 2824  მოქალაქემ მიმართა მუდმივი ან დროებითი ბინადრობის უფლების მინიჭების განცადებით. ამ მიმართვების აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილდა.

  • 70% (1988 განაცხადი) დაკმაყოფლდა,
  • 16.8% (475 განაცხადი) არ დაკმაყოფილდა
  • 12.7% (361 განაცხადი) პასუხი ჯერ უცნობია

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, წარმოდგენილ სტატისტიკურ მონაცემებში, აგრეთვე, ასახულია ინფორმაცია საქართველოს იმ ყოფილი მოქალაქეების შესახებ, “რომლებსაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და მათ მიერ სააგენტოსათვის მომართვის საფუძველზე მათზე გაიცა საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა”.

ამავე პერიოდში მუდმივი ან დროებითი ნებართვის უფლება რუსეთის 691 მოქალაქეს გაუუქმდა, რისი მიზეზიც უმეტეს შემთხვევებში ვადის გასვლა ან გარდაცვალება იყო.

გარდა ამისა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრირებული საზოგადოებების რაოდენობა, რომელთა კაპიტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რეგისტრირებულია წილის მესაკუთრის სახით, შეადგენს 601-ს.