ანგარიში 2010–კოტეჯური ტიპის დასახლებები


;
 „მშენებლობის პროცესის უსწრაფესმა ტემპებმა ჰუმანიტარულ ოპერაციებში მომუშავე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გააკვირვა. იმის გამო, რომ ახალი კოტეჯები  ლამის ერთ ღამეში გაჩნდა, მათ მეტსახელად „სოკო სოფლებიც“ კი უწოდეს“, –ნათქვამია იმ ანგარიშის  შესავალში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოსა და „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის“ მხარდაჭერით მომზადდა.

„მშენებლობის პროცესის უსწრაფესმა ტემპებმა ჰუმანიტარულ ოპერაციებში მომუშავე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გააკვირვა. იმის გამო, რომ ახალი კოტეჯები  ლამის ერთ ღამეში გაჩნდა, მათ მეტსახელად „სოკო სოფლებიც“ კი უწოდეს“, –ნათქვამია იმ ანგარიშის  შესავალში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოსა და „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის“ მხარდაჭერით მომზადდა.

ანგარიში იმ კოტეჯური ტიპის სახლების მშენებლობის ხარისხზეა, რომელიც საქართველო– რუსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის აშენდა.

ანგარიში, ასევე, მოიცავს მშენებლობისთვის გაწეული ხარჯებისა და მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირებისა და უწყებების საკითხების განხილვას.

„მცხეთის მუნიციპალიტეტის  (რომელმაც კოტეჯების 68% ააშენა) მიერ ჩატარებულ მონიტორინგს დამოუკიდებლობა აკლდა და სპონტანურ ხასიათს ატარებდა. დეფექტის აღმოფხვისადმი მიდგომაც ნაკლებ გამართული იყო“, –ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2009 წლის მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ მკვლევრები და დამოუკიდებელი ინჟინრები ხუთ დასახლებაში ( კარალეტში, ხურვალეთში, შავშვებში, სკრასა და ბერბუკში) ჩავიდნენ, კოტეჯები დაათვალიერეს და დამატებით, კოტეჯის მაცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კოტეჯების დათვალიერების შემდეგ გამოვლინდა ის, რომ პრობლემების უმრავლესობა გამოწვეულია არა მშენებლობის ჩქარი ტემპით, როგორც ამას ვარაუდობდნენ, არამედ არქიტექტურული დაგეგმარების დროს დაშვებული შეცდომებით.

ანგარიშში  დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ის პრობლემა და ხარვეზი, რომლიც მშენებლობის დროს იყო დაშვებული.

მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა კოტეჯების მშენებლობის პროცესსა და მშენებლობისთვის გაწეული ხარჯების მიმოხილვასაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი და მცხეთის მინიციპალიტეტი ხელმძღვანელობდა და რომ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოსთვის“ უცნობია, რატომ გადანაწილდა ეს ფუნქცია ორ სხვადასხვა უწყებას შორის.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონტრაქტები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა. ამ კონტრაქტებზე კოტეჯების 32% (1 263 კოტეჯი) მოდის. თითოეულ კოტეჯზე საშუალოდ 27 183 ლარი დაიხარჯა. მცხეთის მუნიციპალიტეტმა კონტრაქტი მხოლოდ ერთ კომპანიასთან–შ.პ.ს „ნიუ ენერჯისთან“ დადო. მან კოტეჯების დარჩენილი 68% ( 2 799 კოტეჯი) ააშენა. თითო საშუალოდ 28 200 ლარად. მაშასადამე, მცხეთის მუნიციპალიტეტმა თითოეულ კოტეჯზე, დაახლოებით, 1 000 ლარით მეტი დახარჯა.–ნათქვამია ანგარიშში.

 

საბოლოოდ ინჟინრებმა და ექსპერტებმა, მშენებლობის ხარისხის საკითხებტან დაკავშირებით დაასკვნეს, რომ „შენობები სტრუქტურულად სარია და კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნებს მდგრადობას, თუმცა ობისა და სინესტის პრობლემებს კვლავაც ექნება ადგილი“.

ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაციას ანგარიშის ავტორების გარდა, ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი