საზოგადოება

პრემიერი დავით არახამიას ადანაშაულებს EU-ში საქართველოს განაცხადის წინააღმდეგ მუშაობაში

22 ივნისი, 2022 • 1171
პრემიერი დავით არახამიას ადანაშაულებს EU-ში საქართველოს განაცხადის წინააღმდეგ მუშაობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ვინც ევროპაში ითხოვდა, საქართველოს არ მიეღო ევორკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინის რადის დეპუტატი და მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი დავით არახამიაა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მას ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისგან აქვს:

„ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი [ოპოზიციის] პარტნიორი, რომელიც ევროპაში  და ამერიკაში, ეს მე ვიცი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისგან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია.

პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი ამათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ- ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. მაგალითად, ბრალი დაგვდეს მათმა მეგობრებმა უკრაინაში, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არცერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ ეს არის მტრობა ქვეყნის, სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პარტნიორობა?“ – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი