საზოგადოება

“მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი” – ყოფილი ლიდერების წერილი EU-ს

22 ივნისი, 2022 • 1224
“მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი” – ყოფილი ლიდერების წერილი EU-ს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს გადასცა წერილი, რომელსაც ხელს აწერენ უმაღლესი თანამდებობის ყოფილი პირები და ევროკავშირს სთხოვენ, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის მიმართვას არ უერთდება მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე, „ქართული ოცნების“ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარეები – ირაკლი კობახიძე, არჩილ თალკვაძე და შალვა პაპუაშვილი.


17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი