საზოგადოება

უხვმა ნალექმა მცხეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

13 ივნისი, 2022 • 1351
უხვმა ნალექმა მცხეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

13 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში მოქალაქეთა მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ადიდებული მდინარე ჩანს.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყვნენ გასული. სავარაუდოდ, საუბარია ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვაზე.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს გზა, რომლის ნაწილსაც წყალი ფარავს. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ადიდებულ მდინარეს ასახავს, ავტორის თანახმად, საგურამოსთან ახლოს, სოფელ ბიწმენდშია გადაღებული.

მცხეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექი გასულ კვირასაც მოვიდა, რის შემდეგაც საგურამოს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.

მთავარი ფოტო: Facebook/იმედა გელიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი