საზოგადოება

უკრაინამ შესაძლოა 4 Gray Eagle დრონი მიიღოს – რა შეუძლიათ მათ

2 ივნისი, 2022 • 2121
უკრაინამ შესაძლოა 4 Gray Eagle დრონი მიიღოს – რა შეუძლიათ მათ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ოთხი MQ-1C ტიპის Gray Eagle დრონის მიყიდვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, შესაძლოა, დრონების მიყიდვის პროცედურა კონგრესმა დაბლოკოს და აღნიშნა, რომ ასევე შესაძლებელია მასზე გავლენა იქონიოს პოლიტიკის ცვლილებამ, რომელიც პენტაგონში ამჟამად განიხილება.

Reuters აღნიშნავს, რომ ამჟამად უკრაინა იყენებს სხვადასხვა ტიპის უფრო მცირე ზომისა და მოკლე მანძილზე საფრენ აპარატებს, მათ შორისაა AeroVironment (AVAV.O), RQ-20 Puma AE, და თურქული წარმოების Bayraktar-TB2-ს. Gray Eagl-ს კი, რომლის უკრაინისთვის მიყიდვაზეცაა საუბარი, ტექნოლოგიის უფრო მაღალ მწვერვალზეა, ვინაიდან ფრენა 30 საათამდე შეუძლია, ამ დროს კი მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს. ამასთან, მისი აღჭურვა შესაძლებელია რვა Hellfire ტიპის ჭურვით, რომელსაც მტრის მიმართულებით ისვრის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობოს და რამდენიმე დღეში საჯარო განცხადებაც გააკეთოს გარიგებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დრონების ღირებულებას, თანხების მოძიება უკრაინის უსაფრთხოების დაცვის ინიციატივის ფონდიდან მოხდება, რომლის მოცულობაც 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დრონების ექსპერტი დან გეტინგერი Reuters-თან აღნიშნავს, რომ როგორც წესი, MQ-1C დრონები Bayraktar-TB2-ზე დიდია და მასზე სამჯერ მეტი სიმძიმის გადაზიდვა შეუძლია.

მანამ, სანამ ბაიდენის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, უკრაინა HIMARS-ის ტიპის ოთხ ანტისარაკეტო სისტემას ელოდება.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი