საზოგადოება

უკრაინამ “კამიკაძე დრონის” გამოყენების პირველი ვიდეო გამოაქვეყნა

24 მაისი, 2022 • 38923
უკრაინამ “კამიკაძე დრონის” გამოყენების პირველი ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ პირველად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ე.წ. კამიკაძე დრონების ბრძოლაში გამოყენებაა ასახული.

ვიდეოზე ჩანს როგორ ეცემა სავარაუდოდ ამერიკული წარმოების Switchblade 300 დრონი რუსულ ტანკ T-72B3, რომლის კოშკურაზეც ეკიპაჟი იჯდა. სავარაუდოა, რომ ამ მოდიფიკაციის დრონი ტანკის განადგურებას ვერ შეძლებდა, თუმცა დააზიანებდა სამხედრო პერსონალს.

Switchblade-ის ე.წ. კამიკაძე დრონები უკრაინას აშშ-მ გადასცა.

Switchblade დრონი მცირე ზომის საფრენი აპარატია, რომელსაც ოპერატორი მართავს ტაბლეტით. სწრაფად მოძრავი დრონი სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება, სწორედ ამიტომ ეძახიან მას “კამიკაძე დრონებს”, თუმცა Switchblade თარგმანში ავტომატურად გასახსნელ დანას ნიშნავს. არსებობს Switchblade დრონის 2 მოდიფიკაცია 300 და 600. Switchblade 3000 უფრო მცირე ზომის სამიზნეებისთვისაა განკუთვნილი, Switchblade 600 შედარებით უფრო დიდი ზომის დრონია, რომელსაც შეჯავშნული სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკების განადგურების რესურსი აქვს. ამ დრონის შეჯახება იგივე დონის აფეთქებას იწვევს, რასაც ჯაველინის ჭურვი. უკრაინას აშშ ორივე მოდიფიკაციის დრონებს გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი