საზოგადოება

„ჩვენთვის სიტუაცია გაუარესდება“ — რუსი სამხედრო ექსპერტი უკრაინის ომზე

17 მაისი, 2022 • 19875
„ჩვენთვის სიტუაცია გაუარესდება“ — რუსი სამხედრო ექსპერტი უკრაინის ომზე

რუსი სამხედრო ანალიტიკოსი და წარსულში რუსეთის გენშტაბის ყოფილი წევრი მიხაილ ხოდარიონოკი აცხადებს, რომ იზოლირებული რუსეთის მდგომაროება უკრაინაში კიდევ უფრო გაუარესდება.

ამის შესახებ ხოდარიონოკმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, Россия-1-ის ეთერში განაცხადა.

„ყველაფერს უნდა შევხედოთ ზოგადსტრატეგიული პოზიციიდან და სასურველია — უახლოესი ისტორიული პერსპექტივის გათვალისწინებით. არ არის საჭირო ინფორმაციული დამამშვიდებლის დალევა, თორემ ხანდახან ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიაში მორალურად და ფსიქოლოგიურად გატყდნენ. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, არის გაკვეული ნაწილები, ტყვეები, განყოფილებები, მაგრამ ეს ინდივიდუალური შემთხვევებია“, — განაცხადა ხოდარიონოკი.

მან ისაუბრა უკრაინის მზაობაზე, შეაიარაღოს ერთი მილიონი ადამიანი.

„კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად შეძლებენ ისინი ამ არმიის უზრუნველყოფას თანამედროვე იარაღით და სპეციალური ტექნიკით. საკუთარი ძალებით, რა თქმა უნდა, ვერაფერს იზამდნენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღე-დღეზე ამუშავდება „ლენდ-ლიზი“ და სრული მოცულობით ამუშავდება ევროპული დახმარება, მილიონი შეიარაღებული უკრაინელი სამხედრო უნდა აღვიქვათ უახლოესი პერიოდის რეალობად. უნდა გავითავლისწინოთ ჩვენს ოპერატიულ სტრატეგიულ გათვლებში, რომ ჩვენთვის სიტუაცია ამ თვალსაზრისით გაუარესდება“, — ამბობს მიხაილ ხოდარიონოკი.

სამხედრო ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ მებრძოლების პროფესიონალიზმი განისაზღვრება არა რაოდენობით, არამედ პერსონალის მომზადებით დონით და სულისკვეთებით, დაღვაროს სისხლის საკუთარი სამშობლოსთვის. მისი შეფასებით, უკრაინელებს საბრძოლო სულისკვეთება არ აკლიათ.

ხოდარიონოკმა ისაუბრა ნატო-ს სავარაუდო გაფართოებაზე და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან ფინეთის მიმართულებით იარაღის ჟღარუნი არასწორი და სასაცილო იქნება.

„ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ყველაზე მთავარი ნაკლოვანება იმაშია, რომ ჩვენ სრულ გეოპოლიტიკურ მარტოობაში ვართ და რამდენადაც არ გვინდოდეს აღიარება, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგაა. ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ“, — დასძინა მან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული პროპაგანდისტულ მედიაში იშვიათად ვრცელდება რეალური ცნობები ომის მიმდინარეობის შესახებ. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს სპეცოპერაციას უწოდებს და მედიასაშუალებებს ომის ხსენება აკრძალული აქვთ.

უკრაინას სურს, შეაიარაღოს მილიონი ადამიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი