საზოგადოება

რუსეთი უკვე უკრაინის EU-ში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება

12 მაისი, 2022 • 2729
რუსეთი უკვე უკრაინის EU-ში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, რუსეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეიცვალა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარის შევსება გასულ თვეში დაასრულა.

სააგენტოს თანახმად, პოლიანსკიმ თქვა, რომ რუსეთის პოზიცია კიევის სურვილზე, შეუერთდეს ევროკავშირს, ახლა მსგავსია იმ პოზიციისა, რომელიც მოსკოვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვს.

რუსეთი, რომელიც 3 თვეზე მეტია, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ცალსახად ეწინააღმდეგება ამ უკანასკნელის ნატო-ში ინტეგრაციას.

“რია ნოვოსტის” მიხედვით, რუსმა დიპლომატმა ასევე თქვა, რომ “კიევის პოზიციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ვერ ხედავს უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაციის მოგვარების დიპლომატიურ ვარიანტებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი