საზოგადოება

იზიუმში კორპუსის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი იპოვეს

10 მაისი, 2022 • 848
იზიუმში კორპუსის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი იპოვეს

უკრაინის ქალაქ იზიუმში დაბომბილი შენობის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც BBC უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით აცხადებს, რუსეთმა ქალაქში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მარტში დაბომბა:

„დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. შენობა მარტის პირველ ნახევარში რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. ეს კიდევ ერთი საშინელი დანაშაულია, რომელსაც რუსეთის არმია კაცობრიობის წინაშე სჩადის“, – ამბობს ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი