საზოგადოება

რატომ ვერ აცხადებს რუსეთი საყოველთაო მობილიზაციას? — ანალიტიკოსი

9 მაისი, 2022 • 3890
რატომ ვერ აცხადებს რუსეთი საყოველთაო მობილიზაციას? — ანალიტიკოსი

სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორის, ფილიპს ო’ბრაიენის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საცხრამაისო სიტყვა ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის შესახებ მას „დიდი იდეები“ არ გააჩნია.

მოლოდინის მიუხედავად, რომ პუტინს შეეძლო 9 მაისი გამოეყნებინა უკრაინის ომის ოფიციალურად გამოცხაადებისა და რეზერვის სრული მობილიზაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით რამე სიახლე არ გაუხმოვანებია.

„რა რიტორიკა გამოიყენა პუტინმა თავის გამოსვლაში?! არ აქვს მნიშვნელობა, თუ მან არ გამოაცხადა ომი ან საყოველთაო მობილიზაცია. ახალი ძალების ასაშენებლად კონკრეტული ნაბიჯების გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს ხანგრძლივ ომს უკრაინაში და დრო მათი არმიის წარუმატებლობაზე მუშაობს“, — წერს ო’ბრაიენი და ხსნის, რატომ ვერ შეძლებს რუსეთი ძალების ფარულ მობილიზაციას. ამ სცენარის მიხედვით საყოველთაო მობილიზაცია ოფიციალურად არ ცხადდება, თუმცა რუსეთი ცდილობს მოქალაქეებისაგან ცოცხალი ძალის მიზიდვას.

„ვიღაცებმა იკითხეს ფარული მობილიზაციის შესახებ. შესაძლოა უკიდურესად ეფექტურმა სისტემამ ნაწილობრივ ეს გააკეთოს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, პუტინის რეჟიმმა შეძლოს. დასაწყისისთვის თქვენ უნდა ააგოთ ახალი ან გაფართოებული ნაგებობები, რაც ძნელი დასამალია საჰაერო თვალთვალისთვის. ასევე, საჭიროა სერიოზული, საიდუმლო სამთავრობო დაგეგმვა, წარმატებები მთელი ამ საუბრების დამალვაში. შემდეგ თქვენ უნდა გამოიძახოთ ყველა რეზერვისტი/ახალწვეული, რომელიც გსურთ. ეს აუცილებლად გამჟღავნდება, რადგან ბევრი მათგანი გაბრაზებული/შეშინებული იქნება.

შემდეგ უნდა მოამზადოთ ისინი ყველა ახალ ან გაფართოებულ ობიექტებში, აღჭურვოთ ახალი ძალები, განალაგოთ ისინი ძალიან გრძელ, ადვილად სანახავ მატარებლებზე და გაუშვათ უკრაინაში. გახსოვდეთ, თავდაპირველ შეჭრას თვეები დასჭირდა. პუტინის რუსეთი ამას ფარულად აკეთებს? — წარმატებები. საყოველთაო მობილიზაცია არის ლოგისტიკური სისტემის უკიდურესი გამოცდა და მშვიდობის დროს ნამდვილად ვერაფერი მოგამზადებთ ამისთვის. თუ არმიის ლოჯისტიკას ისედაც უჭირს, ბევრად უარესი იქნება, როდესაც ამ არმიის მკვეთრად გაფართოებას შეეცდებით. ლოგისტიკას აქვს მნიშვნელობა“, — წერს ო’ბრაიენი.

24 თებერვლიდან პუტინის რუსეთი უკრაინაში იმპერიალისტურ ომს აწარმოებს, რომლის მიზანიც თავდაპირველად უკრაინის ხელისუფლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს კიევის დაკავება, ომის მეორე ფაზა დაიწყო, რომლის გაცხადებულ მიზანსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიული წინსვლა წარმოადგენს.

პუტინმა მობილიზაცია არ გამოაცხადა — 9 მაისი მოსკოვში

მასალების გადაბეჭდვის წესი