საზოგადოება

15 წლის დაჭრილმა უკრაინელმა გოგომ 4 ადამიანი გადაარჩინა – CNN

8 მაისი, 2022 • 1735
15 წლის დაჭრილმა უკრაინელმა გოგომ 4 ადამიანი გადაარჩინა – CNN

15 წლის დაჭრილმა უკრაინელმა გოგომ 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ანასტასიას ისტორიას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მოზარდმა უკრაინული ქალაქი პოპასნა, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა მანქანით დატოვა და თან 4 ადამიანის გამოყვანა შეძლო, რომელთაგან 2 დაჭრილი იყო. არასრულწლოვანს საჭესთან დაჯდომა მას შემდეგ მოუხდა, რაც დაბომბვისას მანქანის მძღოლი დაშავდა.

CNN-ის თქმით, ქალაქის დატოვებისას რუსულმა ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც გოგომ ფეხის არეში ორი ჭრილობა მიიღო, თუცა მიუხედავად ამისა, მანქანის მართვა არ შეუწყვეტია. 15 წლის უკრაინელი მოზარდი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სურდა დაჭრილ მოქალაქეებს დახმარებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გოგონამ რუსული არგილერიის ცეცხლის ქვეშ დანაღმულ გზაზე 32 კილომეტრი იარა, თუმცა მგზავრების სამშვიდობოზე გაყვანა მოახერხა.

„როდესაც სროლა დაიწყეს, მანქანა გაჩერდა, თუმცა მისი დაქოქვა მოვახერხე. ისინი გვესროდნენ. გარკვეული დისტანცია გავიარე, მაგრამ მანქანა კვლავ გაჩერდა, რადგან ტყვიამ ბატარია დააზიანა“ – ამბობს მოზარდი.

ამის შემდეგ გოგო და მისი მგზავრები უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით ქალაქ ბახმუტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგოს ჭრილობები მუხლის და ფეხის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი