საზოგადოება

აზოვსტალი რუსებისგან გაწმენდილია – არესტოვიჩი

5 მაისი, 2022 • 16462
აზოვსტალი რუსებისგან გაწმენდილია – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანა რუსი აგრესორებისგან “გაწმენდილია”.

მან ეს განცხადება ტელეგრამში გაავრცელა.

მიუხედავად ამისა, არესტოვიჩის თანახმად, აზოვსტალში ბრძოლები მაინც გრძელდება და უკრაინელი მებრძოლები წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგის რაზმებს.

„გუშინ რუსული დანაყოფები შევიდნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა უკან გამოყარეს. ახლა ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გუშინ მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ დაკარგეს კავშირი ქარხანაში მყოფ მებრძოლებთან. მოგვიანებით დავით არახამიამ განაცხადა, რომ მებრძოლებთან კავშირი აღდგა, თუმცა ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწია რუსი აგრესორების ნაწილმა.

აზოვსტალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი