საზოგადოება

მარიუპოლის მცველების მეთაური ერდოღანს მიმართავს

29 აპრილი, 2022 • 9861
მარიუპოლის მცველების მეთაური ერდოღანს მიმართავს

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაურმა სერჰიი ვოლინსკიმ (ვოლინა) თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დახმარების თხოვნით მიმართა. ის ერდოღანს სთხოვს, თურქეთმა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოს ალყაში მყოფი მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების აზოვსტალის ტერიტორიიდან გაყვანა.

“600-მდე სამხედრო მოსამსახურე გვყავს სხვადასხვა დაზიანებით, რომელთაც სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდებათ. სამოქალაქო პირებიც გვყავს დაზიანებებით, რომლებსაც ასევე სჭირდებათ დახმარება. ასობით სამოქალაქო პირსა და ათობით ბავშვს, რომელთაგან ყველაზე პატარა 4 თვისაა, ასევე სჭირდება უსაფრთხოება. მივმართავ თურქ ხალხს, თურქეთს პრეზიდენტს, უზრუნველყოს ჩვენი გაყვანა, გადაიყვანოს მარიუპოლის გარნიზონი თურქეთში. ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ თქვენს დახმარებაზე”, – განაცხადა მარიუპოლის მცველმა სამხედრო მეთაურმა.

მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცველი და სამოქალაქო პირი ამჟამად აზოვსტალის ქარხანას აფარებს თავს. ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაცია უმძიმესია, რადგან სამხედროები და სამოქალაქო პირები ალყაში არიან მოქცეული, ვერ ხერხდება მათთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება. ერთ-ერთ უსაფრთხო კორიდორად მარიუპოლის მცველები საზღვაო გზას განიხილავენ თურქეთის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი