საზოგადოება

პერსონალური და ინსტიტუტების რეიტინგები IRI-ის მიხედვით

27 აპრილი, 2022 • 1391
პერსონალური და ინსტიტუტების რეიტინგები IRI-ის მიხედვით

IRI-ის კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ქართული ჯარი სარგებლობს, ინდივიდებს შორის კი — პატრიარქი ილია მეორე.

კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ კეთილგანწყობილია მოსახლეობის 92%. რეიტინგში შემდეგ ადგილებს იკავებენ:

  • კახა კალაძე — 53%
  • სალომე ზურაბიშვილი — 52%
  • ირაკლი ღარიბაშვილი — 47%
  • ნინო ლომჯარია — 46%
  • ანა დოლიძე — 44%
  • დავით უსუფაშვილი — 39%
  • ელენე ხოშტარია — 39%
  • ირაკლი კობახიძე — 38%
  • გიორგი ვაშაძე — 37%
  • თეა წულუკიანი — 37%
  • ნიკა მელია — 37%
  • შალვა ნათელაშვილი — 33%
  • ბიძინა ივანიშვილი — 31%
  • მიხეილ სააკაშვილი — 31%
  • შალვა პაპუაშვილი — 27%
  • მამუკა ხაზარაძე — 27%
  • ალეკო ელისაშვილი — 27%
  • ნინო ბურჯანაძე — 25%
  • ბადრი ჯაფარიძე — 23%
  • ზურაბ ჯაფარიძე — 21%
  • გიგა ბოკერია — 18%
  • ხათუნა სამნიძე — 16%

რაც შეეხება ინსტიტუტების მიმართ კეთილგანწყობის მაჩვენებელს, კვლევის თანახმად შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქართული ჯარი — 84%
  • საპატრიარქო — 81%
  • პოლიცია — 63%
  • იუსტიციის სამინისტრო — 61%
  • ქართული მედია — 60%
  • ადგილობრივი ხელისუფლება — 58%
  • სახალხო დამცველის ოფისი — 57%
  • პრეზიდენტის ოფისი — 48%
  • პრემიერ-მინისტრის ოფისი — 48%
  • ცესკო — 48%
  • მინისტრთა კაბინეტი — 46%
  • პარლამენტი — 44%
  • განათლების სისტემა — 40%
  • პოლიტიკური პარტიები — 40%
  • სასამართლო — 38%
  • ეროვნული ბანკი — 29%
  • პროკურატურა — 28%
  • გუბერნატორები — 27%

კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი 64%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი