საზოგადოება

აზოვი: რთული სიტუაციის მიუხედავად მტრის 3 ტანკი და სხვა ტექნიკა გავანადგურეთ

21 აპრილი, 2022 • 2601
აზოვი: რთული სიტუაციის მიუხედავად მტრის 3 ტანკი და სხვა ტექნიკა გავანადგურეთ

პოლკი “აზოვის” მარუპოლში განლაგებული მებრძოლები ცხადებენ, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, ბოლო ორ დღეში გაანადგურეს მტრის 3 ტანკი, 2 BMP (ქვეითების ბრონირებული საბრძოლო მანქანა) და ბე-ტე-ერი. შესაბამისი ინფორმაცია აზოვის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, რომ შტურმი არ განხორციელდეს.მანამდე შოიგუმ პუტინს მოახსენა, რომ მარიუპოლი “გათავისუფლებულია”, თუმცა ‘აზოვსტალის” ტერიტორიაზე 2000-მდე მებრძოლი რჩება, რომელიც სრულად ბლოკადაშია მოქცეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი