საზოგადოება

ვანო ნადირაძის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

16 აპრილი, 2022 •
ვანო ნადირაძის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი — დაიჭრა.

ნადირაძის თანახმად, ეს მოხდა ქალაქ რუბეჟნოეში, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მდებარეობს.

მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლას უკვე 7 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას მერე ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც.

მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 200-მდე ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი