საზოგადოება

რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

16 აპრილი, 2022 • 3065
რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებს რუსეთში შესვლა აუკრძალეს. მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ლონდონის “მტრული” პოზიციით ხსნის.

BBC-ის ცნობით, მინისტრებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ასევე არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, 10 სხვა პოლიტიკოსთან ერთად.

მოსკოვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის გამო დაუწესდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას მერე ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 200-მდე ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი