საზოგადოება

რუსეთი იმუქრება, რომ თავდასხმების შემთხვევაში კიევში ობიექტებს დაბომბავს

13 აპრილი, 2022 • 2876
რუსეთი იმუქრება, რომ თავდასხმების შემთხვევაში კიევში ობიექტებს დაბომბავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, იმ შემთვევაში, თუ გაგრძელდება უკრაინული ძალების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა, რუსეთი დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც.

სავარაუდოა, რომ რუსული მხარე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, თავდაცვისა და სხვა სამინისტროებისა თუ დეპარტამენტების შენობებს გულისხმობს.

„ჩვენ ვაკვირდებით უკრაინულ საბოტაჟსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმებს. თუ ამგვარი შემთხვევები გაგრძელდება, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალები დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც“, – განაცხადა კონაშეკოვმა.

მედიაში პერიოდულად ვრცელდება ცნობები რუსეთის სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის ბელგოროდის უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ, რაც ზოგ შემთხვევაში რუსული ან უკრაინული მხარის მიერ არ დასტურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი