საზოგადოება

არა მგონია, თვითონ იცოდეს, რა არის საბოლოო სტრატეგია – ზურაბიშვილი პუტინზე

10 აპრილი, 2022 • 1835
არა მგონია, თვითონ იცოდეს, რა არის საბოლოო სტრატეგია – ზურაბიშვილი პუტინზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში „ლოგიკური სტრატეგია“ არა აქვს.

10 აპრილს ამერიკულ ტელეარხ MSNBC-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰკითხა, მისი აზრით, რა შეიძლება იყოს ვლადიმერ პუტინის „თამაშის ბოლო“, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:

„არა მგონია, თვითონ იცოდეს, რა არის საბოლოო სტრატეგია და რა სურს. რადგან ცხადია, რომ სტრატეგია იცვლება“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის თქმით, „ცხადია, რომ უკრაინელი ხალხი არ იქნებიან მეგობრულები რუსეთის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში“.

„რას მიიღებს რუსეთი ამ ომისგან? არ არის ეს მაინცდამაინც ცხადი. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე სტრატეგია. ეს არის ის, რასაც მე დავარქმევდი მეზობელი ქვეყნებში შეჭრის ჩვევას, ტრადიციას ან რაიმე ამდაგვარს. მაგრამ მას არ აქვს ლოგიკური სტრატეგია, ხედვა, რას უნდა ელოდოს მომავალში“, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი