საზოგადოება

გერმანული მწარმოებელი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს სთავაზობს – Reuters

10 აპრილი, 2022 •
გერმანული მწარმოებელი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს სთავაზობს – Reuters

„როიტერსი“ გერმანიის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მთავრობამ გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანიისგან, Krauss-Maffei Wegmann-ისგან მიიღო შეთავაზება თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებაზე.

ჰაუბიცა საარტილერიო იარაღის ტიპია, რომლის დანიშნულებაც დახურულ საცეცხლე პოზიციებზე იერიშის მიტანაა.

გერმანული ყოველკვირეული გამოცემა Welt-ის ცნობით, მწარმოებელმა, Krauss-Maffei Wegmann-მა უკრაინის მთავრობას 100 ჰაუბიცის მიწოდება შესთავაზა. „როიტერსს“ გერმანიის მთავრობაში წყარო დაუდასტურა, რომ ეს შეთავაზება არსებობს.

Welt-ის ცნობითვე, მწარმოებელს ამჟამად არ აქვს აღნიშნული იარაღი მზად, ამიტომ გამოვიდა ინიციატივით, რომ უკრაინას გერმანიის მთავრობამ გადასცეს 100 ჰაუბიცა, სანაცვლოდ კი კომპანია გერმანიას მთავრობას 2024 წლისთვის მიაწვდის ამავე რაოდენობის თვითმავალს.

ოფიციალურად ეს ცნობები ჯერ არ დადასტურებულა.

გარეკანის ფოტო: Welt

მასალების გადაბეჭდვის წესი