უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მონაცემები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 9 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.

უკრაინის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 19 100-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • ტანკი – 705 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 895 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 335 ერთეული
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა(MLRS) – 108 ერთეული,
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 151 ერთეული
  • ვერტმფრენი – 136 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 1 363 ერთეული
  • გემი / ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 112
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25

უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან 9 აპრილამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია უკრაინის:

  • 127 თვითმფრინავი
  • 98 შვეულმფრენი
  • 425 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2031 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 228 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
  • 800 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
  • 1 932  ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.