დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში რუსეთის ჯარებმა რკინიგზის სადგური დაბომბეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დაბომვის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ზელენსკის განცხადებით, რკინიგზის სადგურზე ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა და ევაკუაციას ელოდა.

„რუსი მონსტრები არ იშლიან თავიანთ მეთოდებს. ბრძოლის ველზე წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ და ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვარი არ აქვს. და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება“, – წერს ზელენსკი.