საზოგადოება

უკრაინის დაზვერვის ბრალდებები სერიოზულად უნდა იქნას მიღებული — ჰარცელი

6 აპრილი, 2022 • 2278
უკრაინის დაზვერვის ბრალდებები სერიოზულად უნდა იქნას მიღებული — ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, უკრაინის დაზვერვის ბრალდებები საქართველოს მიმართ სერიოზულად უნდა იქნას აღქმული და მხარეებმა იმუშაონ ინფორმაციის გაცვლაზე.

„რაც შეეხება ძალიან მკაცრ ბრალდებებს უკრაინის დაზვერვის მხრიდან, ისინი თავისი ბუნებთ სერიოზულია და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი რისკი და პრაქტიკა არ არის. ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მაქვს რაიმე ინფორმაცია და დაზვერვის ცნობები, რაც გაამყარებდა უკრაინის მხარის ბრალდებებს. რაც ვიცი, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ სიტუაციასთნ გასამკლავებლად“, — განაცხადა ელჩმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი