საზოგადოება

უკრაინისა და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 2 აპრილის მონაცემები

2 აპრილი, 2022 • 4949
უკრაინისა და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 2 აპრილის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მონაცემები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.

უკრაინის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 17 800-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • ტანკი – 631 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 776 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 317 ერთეული
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა(MLRS) – 100 ერთეული,
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 143 ერთეული
  • ვერტმფრენი – 134 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 1 236 ერთეული
  • გემი / ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 87
  • სპეციალური აღჭურვილობა – 24

უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია უკრაინის:

  • 124 თვითმფრინავი
  • 84 შვეულმფრენი
  • 381 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1882 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 203 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
  • 786 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
  • 1 764  ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი