საზოგადოება

რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე 135 ბავშვი ემხვერპლა

25 მარტი, 2022 • 1118
რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე 135 ბავშვი ემხვერპლა

რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იქ წარმოებულ ომს 135 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში, ასევე ხარკოვშიც, სადაც რუსული ავიაცია და არტილერია განუწყვეტლივ ბომბავდა და ბომბავს საცხოვრებელ უბნებს, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეების ავტოკოლონებს, რომლებსაც კონფლიქტის ზონიდან გაღწევა სურთ.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა დაბომბა, სულ მცირე, 566 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 73 მთლიანად არის განადგურებული. რუსეთის არმიის სამიზნეში მოექცა არაერთი სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და ა.შ.

აღნიშნული მონაცემები არ არის სრულყოფილი, რადგან ზოგ რეგიონს ჯერ კიდევ რუსეთის არმია აკონტროლებს და აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბი გაცილებით დიდი იყოს.

მთავარ ფოტოზე: 18 თვის კირილი მშობლებს დაბომბვის შემდეგ შეჰყავთ მარიუპოლის საავადმყოფოში. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.   4 მარტი, 2022. ავტორი: ევგენი მალოლეტკა/AP Photo

მასალების გადაბეჭდვის წესი