საზოგადოება

NATO-ს თანახმად, უკრაინაში ომს 7 000-დან 15 000-მდე რუსი სამხედრო შეეწირა – WSJ

23 მარტი, 2022 • 1852
NATO-ს თანახმად, უკრაინაში ომს 7 000-დან 15 000-მდე რუსი სამხედრო შეეწირა – WSJ

ნატოს მაღალი რანგის ოფიცრის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 40 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა, დაიკარგა ან დაიღუპა.

ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

ნატოს დაანგარიშება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც ალიანსმა უკრაინის მთავრობისგან მიიღო და რუსეთიდან მოიპოვა, მათ შორის იგულისხმება როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური ინფორმაცია.

ნატოს დაანგარიშებით, დაახლოებით 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი შეეწირა ომს უკრაინაში.

უკრაინაში ომი თითქმის ერთი თვის წინ დაიწყო.

რუსეთი ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს და დიდ დანაკარგებს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი