საზოგადოება

პუტინი უკრაინაში გეგმა B-ზე გადადის – WSJ

21 მარტი, 2022 • 5215
პუტინი უკრაინაში გეგმა B-ზე გადადის – WSJ

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის წყაროს თანახმად, რომელიც ამერიკელი მაღალჩინოსანია,  მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სწრაფი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, სტრატეგია შეცვალა და გეგმა „B-ზე“ გადავიდა.

ახალი სტრატეგიის თანახმად, რუსეთი შეეცდება მოპოვებული ტერიტორიული ობიექტები დაიცვას და ზეწოლა გაზარდოს უკრაინის ხელისუფლებაზე, მათ შორის, ქალაქების დაბომბვით, რათა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება შეძლოს.

გამოცემის წყაროს თანახმად, პუტინს სურს, რომ უკრაინამ აღიაროს მოსკოვის პრეტენზიები ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, რაც მას საშუალებას მისცემს, შექმნას სახმელეთო კორიდორი, რათა დაუკავშირდეს ოკუპირებულ ყირიმს.

წყაროს მიხედვით, თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს ყველა დაკავებული ტერიტორია და კვლავ გაამწვავოს კონფლიქტი.

ომი უკრაინაში 26-ე დღეა გრძელდება.

თავდაპირველად განიხილებოდა, რომ რუსეთის ინტერესი იყო უკრაინის ხელისუფლების შეცვლა და სატელიტური მთავრობის შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი