საზოგადოება

დაიბომბა მარიუპოლის თეატრი, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

16 მარტი, 2022 • 4117
დაიბომბა მარიუპოლის თეატრი, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

მარიუპოლის მერიისა და საკრებულოს ცნობით, რუსეთმა დაბომბა თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს.

„დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

დაბომბვის შემდეგ დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, შენობაში მდებარე ბომბის თავშესაფრის შესასვლელი ნამსხვრევებით გადაკეტა.

მარიუპოლის მერის მოადგილემ, სერგეი ორლოვმა BBC-ს განუცხადა, რომ დრამატულ თეატრში, სავარაუდოდ, 1000-დან 1200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი