საზოგადოება

სენატმა პუტინი ომის დამნაშავედ ცნო

16 მარტი, 2022 • 1426
სენატმა პუტინი ომის დამნაშავედ ცნო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 15 მარტს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რეზოლუცია რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა. მას მხარი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

„თითოეული ჩვენგანი, დემოკრატები და რესპუბლიკელები, გაერთიანებულია იმის სათქმელად, რომ ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია დაუსხლტეს პასუხისმგებლობას იმ დანაშაულების გამო, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა.

რუსეთმა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საბრძოლო სტრატეგია შეცვალა და დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის ისეთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები, საბავშვო სახლები და სხვა, საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები დაიწყო, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი