უკრაინული მხარის განცხადებით, ხარკოვთან რუსეთის არმიას უკან დაახევინეს და საწყის პოზიციებზე დაბრუნება აძულეს.
როგორც Unian ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რუსულმა ჯარებმა ქალაქის შტურმი სცადეს, თუმცა მარცხი განიცადეს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეს სინეგუბოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერს დიდი ზიანი მიაყენა და მათ საწყის პოზიციებზე დაბრუნება აიძულა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეტაკება ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სინეგუბოვის თქმით, მტრის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში მუშავდება.
მანამდე, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავდა ხარკოვის ოლქში ძალების გადაჯგუფებას. რუსული ჯარი აგრძელებს ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და დასახლებების დაბომბვას.