საზოგადოება

დაიღუპა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაშავებული ორსული

14 მარტი, 2022 • 1452
დაიღუპა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაშავებული ორსული

მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას მძიმედ დაჭრილი ორსული ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პირად ფეისბუკ-გვერდზე ჟურნალისტი ასია დოლინა ავრცელებს. მისვე თქმით, დაიღუპა ბავშვიც.

მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო რუსეთის ჯარმა 9 მარტს დაბომბა. შემთხვევის ამსახველი ფოტოები ფოტორეპორტიორმა ევგენი მალოლეტკამ გაავრცელა. სწორედ მან გადაიღო საკაცზე მწოლიარე მძიმედ დაშავებული ორსული, რომელიც მოგვიანებით დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი