საზოგადოება

„ბრძოლისას პირადობა დავკარგე, რუსული პროპაგანდა კი ტყვედ მასაღებს“ – ქართული ლეგიონის წევრი

14 მარტი, 2022 • 22025
„ბრძოლისას პირადობა დავკარგე, რუსული პროპაგანდა კი ტყვედ მასაღებს“ – ქართული ლეგიონის წევრი

უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრმა ზურაბ მოდებაძემ ბრძოლისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგა, რომელიც, როგორც ჩანს, რუს სამხედროებს ჩაუვარდათ ხელში.

ქართველი მებრძოლის პირადობის მოწმობა პროკრემლისტურმა რუსეთის პირველმა არხმა ეთერში გაუშვა და მოდებაძე სამხედრო ტყვედ გამოაცხადა.

მომხდარს გამოეხმაურა თავად ქართული ლეგიონის წევრი. ზურაბ მოდებაძის თქმით, თავს კარგად გრძნობს და მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა:

„ამ ვიდეოს ვწერ იმის გამო, რომ ბროძლის დროს დამეკარგა პირადობის მოწმობა და რუსებს ჩაუვარდათ ხელში. რუსული ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვარ ტყვედ. კარგად ვარ, არაფერი არ მიჭირს”, – ამბობს ზურაბ მოდებაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი