საზოგადოება

კიევი: რუსეთი ბელარუსს უკრაინის ტერიტორიიდან თავს დაესხა

11 მარტი, 2022 • 3201
კიევი: რუსეთი ბელარუსს უკრაინის ტერიტორიიდან თავს დაესხა

უკრაინის განცხადებით, რუსული თვითმფრინავი, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, თავს დაესხა დასახლებულ პუნქტს ბელარუსში.

კიევის განცხადებით, თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან შევიდნენ, უკრაინის ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ კი, უკვე ბელარუსი დაბომბეს.

„მტრის მსგავსი ქმედება, ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმა, არის მიზანმიმართული პროვოკაცია ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკრაინასთან ომში ჩართვისთვის“, – აცხადებს უკრაინული მხარე.

რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს, თუმცა ბელარუსის შეიარაღებული ჯარები ომში ამ დრომდე არ ჩართულან.

ბელარუსი ასევე მასპინძლობს მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი