საზოგადოება

ხარკოვთან მოკლულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი – უკრაინა

8 მარტი, 2022 • 9194
ხარკოვთან მოკლულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებულმ ძალებმა ხარკოვთან მოკლეს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა.

ამავე ინფორმაციით, იმავე ბრძოლაში არაერთი რუსი ოფიცერი დაიღუპა და დაიჭრა.

გერასიმოვს მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომში, ასევე იბრძოდა სირიაში. მას არაერთი სამხედრო მედალი აქვს მიღებული, მათ შორის, ‘ყირიმის დაბრუნებისთვის”.

რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება „ბელინგქეთის“ (bellingcat) აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი ტვიტერზე წერს, რომ ეს ინფორმაცია მისი ერთი წყაროთიც დასტურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი