საზოგადოება

მოკლულია რუსეთის არმიის 11 ათასი ჯარისკაცი — უკრაინის თავდაცვა

6 მარტი, 2022 •
მოკლულია რუსეთის არმიის 11 ათასი ჯარისკაცი — უკრაინის თავდაცვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მე-11 დღის მონაცემებით, მოკლულია რუსეთის არმიის 11 ათასი ჯარისკაცი.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, განადგურებულია რუსეთის კუთვნილი:

  • 44 მოიერიშე თვითმფრინავი;
  • 48 ვერტმფრენი;
  • 285 ტანკი;
  • 985 დაჯავშნილი სამხედრო მანქანა;
  • არტილერიის 109 დანადგარი;
  • 21 ანტისაჰაერო რაკეტა;
  • გრადის 50 სისტემა;
  • 4 უპილოტო საფრენი აპარატი;
  • 2 მსუბუქი საზღვაო კატარღა;
  • 447 სამხედრო მანქანა;
  • 60 საწვავმზიდი.

რუსეთმა, თავის მხრივ, გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის მიყენებულ ზიანზე, რომლის მიხედვითაც, გაანადგურეს 2200-ზე მეტი სამხედრო ობიექტი, 69 მოიერიშე მიწაზე და 24 — ჰაერში, ასევე, ასეულობით ტანკი და სამხედრო მანქანა. რუსეთს ჯერ არ განუახლებია მონაცემები თავისი დაღუპული ჯარისკაცების შესახებ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ოფიციალური ცნობების მიხედვით, უკრაინაში დაწყებულ ომს 500-მე რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი