საზოგადოება

ომი უკრაინაში: ლტოლვილების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა

5 მარტი, 2022 • 1256
ომი უკრაინაში: ლტოლვილების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

1 209 976 ლტოლვილიდან [3 მარტის მონაცემები] ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა. სხვები წავიდნენ უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი