საზოგადოება

თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას – პრეზიდენტი მომიტინგეებს

4 მარტი, 2022 • 1649
თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას – პრეზიდენტი მომიტინგეებს

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გევრდით, უკრაინის გვერდით,“ – მიმართა დღეს, 4 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას.

„ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან გადავცე ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა.

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ღირსებას, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

მე-9 დღეა უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს, როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი