საზოგადოება

იმედია, საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს – კუბილიუსის მიმართვა ქართველ ხალხს

4 მარტი, 2022 • 2610
იმედია, საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს – კუბილიუსის მიმართვა ქართველ ხალხს

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. ვიდეომიმართვაში ლიეტუველმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს ხილვაც სურთ EU-ში და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ამ გზაზე შეცდომებს არ დაუშვებს.

“ჩვენ დღეს ყველა უკრაინელები ვართ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინის კრიმინალური ომი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვლოცულობთ გმირი უკრაინსთვის. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნაა, მას გააჩნია ძლიერი ჯარი. ევროპამ უნდა სთხოვოს უკრაინას, რომ შეუერთდეს ნატოს იმიტომ, რომ ამით ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება. პუტინის ქმედებები რუსეთის ეკონომიკას ანადგურებს”, – განაცხადა კუბილიუსმა და დასძინა, რომ ყველა რუსმა ჯარისკაცმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

“ომის შემდეგ ევროპა სულ სხვანაირი იქნება, უფრო ძლიერი, ასევე უკრაინაც, ის შეუერთდება ევროკავშირს. იმედი მაქვს, რომ საქრთველოც შეძლებს ევროპასთან ყოფნას… იმედი მაქვს, რომ საქართველოო შეცომდებს არ დაუშვებს ამ გზაზე. EU ფასეულობათა ერთობაა, ვისურვებდი, რომ თქვენი ხელისუფლება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და თავისუფლების მხარეს იქნება. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ქართველები და გვსურს, საქართველო EU-ს  ოჯახში ვნახოთ, დავიცვავთ თქვენი არჩევანი და უკრაინა. ჩვენ გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს საქართველოს”, – განაცხადა კუბილიუსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი