საზოგადოება

რუსეთი სანქციების გვერდის ავლას 3 ქვეყანის მეშვეობით ცდილობს — კულება

3 მარტი, 2022 • 16804
რუსეთი სანქციების გვერდის ავლას 3 ქვეყანის მეშვეობით ცდილობს — კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გზები, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი აგრესიის გამო დაწესებულ სანქციებს გვერდი აუაროს.

კულებას ცნობით, საუბარია სამ ქვეყანაზე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაეხმარონ რუსეთს.

„ჩვენ ვიცით, რომ პანიკაში მყოფმა მოსკოვმა ახლა დაიწყო  შემოვლითი გზების ძიება, რომ სანქციები აიცილოს. მან მოახერხა მსოფლიოში სამი ქვეყნის პოვნა. ჩვენ ვიცით, რა ქვეყნებია ეს და მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან. ვაპირებთ სხვა პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებების წარმოებას, რათა არ დავუშვათ მათ მიერ აგრესორის დახმარება“, — განაცხადა კულებამ.

უკრაინაში ომის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვადასხვა სახელმწიფოებმა. შვიდი რუსული ბანკი გაითიშა SWIFT-ის საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან. გარდა ამისა, ევროკავშირმა გაყინა რუსეთსი ცენტრალური ბანკის აქტივები.

მასალების გადაბეჭდვის წესი