საზოგადოება

მოლაპარაკების I რაუნდი დასრულდა, განვიხილეთ II რაუნდის შესაძლებლობა – უკრაინა

28 თებერვალი, 2022 •
მოლაპარაკების I რაუნდი დასრულდა, განვიხილეთ II რაუნდის შესაძლებლობა – უკრაინა

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა. ამ ეტაპზე, მხარეები მსჯელობენ მეორე რაუნდის შესაძლებლობასაც.

როგორც ჟურნალისტებთან ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ შეხვედრისას განიხილებოდა ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა.

„მხარეება განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები. იმისთვის, რომ მოხდეს მათი იმპლემენტაცია, მხარეები კონსულტაციისთვის დაბრუნდნენ თავიანთ დედაქალაქებში“, – ამბობს პოდოლიაკი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, მისი წარმომადგენელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ – „ვიპოვეთ რამდენიმე წერტილი, რომლითაც შეიძლება საერთო პოზიციების პროგნოზირება და, რაც მთავარია, შევთანხმდით მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაზე“.

დღეს, 28 თებერვალს, დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. შეხვედრა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან, მდინარე პრიპიატის ნაპირზე გაიმართა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს. უკრაინის შსს-ს ცნობით, რუსეთის დაწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 14 ბავშვი.

ბრძოლა კიევისთვის – მე-5 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი