საზოგადოება

რა სურთ ქალებს?

8 მარტი, 2010 • 1955
რა სურთ ქალებს?

რა სურთ ქალებს? დღეს მეგალაინში ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოგამოფენა ჟურნალ „სალონი“–ს და  ფოტოსაიტ pixkik.ge –ს ერთობლივი პროექტია.

 
“ჟურნალი „სალონი“ ყველა ახალ ნომერს რაღაც ღონისძიებას უწყობს. წინასწარ ხომ ვიცოდით, რომ შემდეგი ნომერი გაზაფხულის პირველ თვეში გამოდიოდა და ამისათვის ერთი თვით ადრე შევემზადეთ –გამოვაცხადეთ კონკურსი”, –ამბობს  ჟურნალის მთავარი რედაქტოორი თამუნა შარაშენიძე.

 ფოტოსაიტ pixkik.ge–ზე გაიხსნა თემა, სადაც ფოტოგრაფებს შეეძლოთ განეთავსებინათ  თავიანთი ნამუშევრები.
” მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი ფოტოგრაფები. 50–მდე ფოტო შემოვიდა, საიდანაც შეირჩა ათი საუკეთესო.  სწორედ ამ ეს ათი ფოტო გამოიფინა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში”,  –აცხადებს შარაშენიძე.

ფოტოგამოფენა 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესო ფოტოს ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები კომპანია “მედიაგრუპის” დირექტორი ილია დარჩია, ჟურნალ “სალონის”  მთავარი რედაქტორი თამუნა შარაშენიძე და  “კიკალა სტუდიის” დამფუძნებელი მამუკა კიკალიშვილი არიან. გამარჯვებულებს  11 მარტს, ტელეკომპანია “იმედის”  პირდაპირი ეთერში  გამოავლენენ.

გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. მთავარი პრიზი, უფასო მომსახურების ბარათი ფოტოგრაფი გოგონასათვის, “მეგალაინში” ცოტა ხნის წინ გახსნილმა სალონმა „ევემ“  დააწესა.
ჟურნალი “სალონი”  ერთი წელია არსებობს და ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოდის.

რამდენიმე ფოტო გამოფენიდან:

არჩილ კორგალიძის ფოტო

თიკა ხარაიშვილის ფოტო

 

არჩილ კორგალიძის ფოტო

 

არჩილ კორგალიძის ფოტო

 

არჩილ კორგალიძის ფოტო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი